პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის საქმიანობის დიდი დრო დაეთმობა განათლების დარგში მიმდინარე რეფორმებს.
პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში შეხვედრას იმ მასწავლებლებთან გამართავს, რომლებმაც ჩააბარეს სასერთიფიკაციო გამოცდები.
"ქუთაისში პრეზიდენტმა გახსნა პროფესიული კოლეჯების საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიის შერჩევასა და შემდეგ უკვე დასაქმებაში დაეხმარება. პრეზიდენტი გაესაუბრა იმ ადმიანებს, ვინც ამ სასწავლებელში სწავლობს. ვინც ასევე იმყოფებოდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების კოლეჯში, სადაც 80 აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობდა. ამ კვირაში კი პრიზდენტი შეხვდება იმ მასწავლებლებს, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცები პრაქტიკულად პირველებმა ჩააბარეს. ამ პედაგოგებმა გაიარეს გამოცდები უნარებში. მაპროფირებელ საგნებში და ხელფასი გაეზარდათ 75 ლარით. ხოლო ვინც ჩააბარა დამატებით კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცები მათ ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ. ის პედაგოგები კი რომლებმაც გამოცდებში უმაღლესი შეფასებები აიღეს ახალი სასწავლო წლიდან 1000 ლარი დაემატებათ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის შეფასებით, მუშაობას ამ მიმარულებით შედეგი მოყვა. სასერთიფიკაციო გამოცდებში უკვე 24 ათასი მასწავლებელია დარეგისტრირებული.