სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი ბესარიონ ჭოლოკავა დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჭოლოკავა საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს უკანონოდ სძალავდა. გამოძიებას 5 დაზარალებული უკვე ჰყავს.
მომხდარზე გამოძიება თაღლითობი მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადვოკატს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.