ლეიბორისტული პარტია 2010 წლის ბიუჯეტში ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო თანხების გაწერას მოითხოვს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის გამო თბილისში 40, ქვეყნის მასშტაბით კი 100-ზე მეტი საბავშვო ბაღია დახურული.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ბაგა-ბაღები სწორედ რეაბილიტაციის საჭიროების მიზეზით დახურა, თუმცა შენობების შეკეება არ მიმდინარეობს და შესაბამისი თანხმები არც 2010 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ამასთან, ჯიბლაძე საბავშვო ბაღებში გამგის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას და მათი სახელფასო თანხის ხარჯზე, ბაგა-ბაღის თანამშრომელთათვის ხელფასის გაზრდასაც მოითხოვს.
"ე.წ მოადგილეები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან და მათი სამუშაო მხოლოდ აღმზრდელთა კონტროლს წარმოადგენს", - განმარტა მან.