დღეს, 18 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაიმართება ზურაბ ჟვანიას ხსოვნის საღამო. 9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას 46 წელი შეუსრულდებოდა.
GIPA-ს სახელმწიფო მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების ინიციატივითა და ინსტიტუტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიას, როგორც ლექტორს, გაიხსენებენ მისი ყოფილი სტუდენტები.
საღამოს დაესწრებიან ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები და მეგობრები.
მოწვეულ სტუმრებს გადაეცემათ ზურაბ ჟვანიას ლექციების აუდიო-ჩანაწერები და წიგნის `ჩემი თაობის პრივილეგია~ ინგლისურენოვანი თარგმანი.