საქართველოში ხელისუფლების არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აქციები იწყება. რამდენიმე თვის წინ დაანონსებული აქციებს "ქართული პარტია" ხვალიდან, 9 მაისიდან დაიწყებს.
გასული წლებისგან განსხვავებით ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არა დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდან აცხადებს. "ქართული პარტია" ხვალ ხალხის მობილიზებას, კახეთში აპირებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიტინგები გაიმართება გურჯაანში (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე), თელავში (ერეკლე მეორის სახელობის მოედანზე) და ყვარელში (რაიონის გამგეობის შენობის წინ).
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" გარდა, 21 მაისიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს "სახალხო კრებაც", რომელმაც აღნიშნულის შესახებ უკვე ოფიციალურად დაანონსა.