მოძრაობა "ჩვენ თვითონ" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიული სახლების გამაგრებას ითხოვს.
როგორც დავითაიას პარტიის წევრმა ლიკა ნაღებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახლები დანგევის პირასაა და ასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია.
"ჩვენ თვითონ" დედაქალაქის მერიას მიმართავენ, ან სახლების გამაგრება, ან რაიონის ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში ჩართვა მოხდეს.
"ჩვენი პარტიის წევრები ვიყავით ამ რაიონში. დავათვალიერეთ ეზოები და სახლები და სურათი არის საგანგაშო. მაგალითად, დოლიძის ქუჩაზე სახლები ფაქტობრივად ნანგრევებადაა ქცეული", - განაცხადა ნაღებაშვილმა.