ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე რეგიონალური კონფლიქტების საკითხთან დაკავშირებით, სოციალისტური ინტერნაციონალის ეგიდით, თბილისში საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის.
როგორც ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
"ეს უნდა იყოს საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენ უნდა შევქმნათ რეალური სურათი, რა სიღრმემდე შევდივართ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ჩვენ არ უნდა გავაჩინოთ ყალბი მოლოდინები, მაგრამ ვალდებულნი ვართ გადავდგათ პირველი და სერიოზული ნაბიჯები კონფლიქტურ მხარეებთან პირდაპირი სამშვიდობო დიალოგის დასაწყებად", _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.