დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას ოჯახისწევრების, სერგო ბესელიასა და რატი მილორავას სასამართლო პროცესი კაფე-ბარ ,,ელზას" თანამშრომელთა დაკითხვით განახლდა.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, 8 დეკემბრის სასამართლო პორეცსზე, ბრალდების მოწმემ ტაქსის მძღოლმა მერაბ ხალვაშმა გამოძიების მსვლელობისას მიცემული ჩვენებისგან განსხხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს.
მან აღნიშნა, რომ კაფე-ბარ ,,ელზასთან" მომხდარი ინციდენტი არ დაუნახავს, თუმცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი აცხადებდა, რომ 19 აგვისტოს მან კაფე ,,ელზასთან" პოლიციელთა და ახალგაზრდების კონფლიქტი შენიშნა. მოწმემ ვერ ახსნა თუ რატომ მისცა განსხვავებული ჩვენება გამოძიებას.
დაცვის მხარე ასევე დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა გამომძიებლის მიერ ინციდენტიდან 1 თვის შემდეგ მოწმე ტაქსის მძღოლის პოვნა და დააყენა შუამდგომლობა, რომ მომდევნო განხილვაზე გამოძახებული და დაკითხული იყოს გამომძიებელი ირემაძე, რომელმაც დაკითხა აღნიშნული მოწმე.
გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოს კიდევ ერთმა მოწმემ - კაფე ,,ელზასთან" მცხოვრებმა მერაბ ბერაძემ. Aმჯერად მან წინა ჩვენებისგან განსხვავებით სასამართლოს განუცხადა, რომ მას არანაირი ჩხუბი არ დაუნახავს.
ხვალიდან სასამართლოს ჩვენებებს უკვე დაცვის მხარის მოწმეები მისცემენ.
სს