2009 წლის 9 დეკემბერს 20:30 სთ-ზე იუსტიციის სამინისტროში ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის ბოლო, შესწორებული ვარიანტის საჯარო განხილვა მოეწყობა.
განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, ეროვნული ბანკის, აგრეთვე _ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურანლისტები. შეხვედრას დაესწრება ევროპის საბჭოს ექსპერტი, ქ-ნ მარიანა ტრივუნოვიჩი.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრეზიდენტის ბრძანებით 2008 წელს შეიქმნა და მის ფუქნციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფიცული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.
უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ბ-ნ ზურაბ ადეიშვილი.