საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ზესტაფონი-ტორპედოს შორის მომხდარი არეულობის გამოძიება დაიწყო.
მატჩი ზესტაფონში გაიმართა და მასპინძელი კლუბის გულშემატკივრებმა "ტორპედოს" მხარდამჭერები სცემეს, ფეხბურთელებს კი ქვები და ბოთლები დაუშინეს.
დამტვრეულია 500-მდე სკამიც.
ინციდენტი მატჩის ბოლოს მოხდა, როდესაც ქუთაისელი ფეხბურთელები გასახდელში შედიოდნენ.
"ტორპედო" და "ზესტაფონი" ერთმანეთს საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასის ნახევარფინალში ხვდებოდნენ.
მატჩში გამარჯვება ქუთაისის ტორპედომ მოიპოვა.