მოსკოველმა სამართალდამცავებმა ადგილობრივი მცხოვრებელი დააკავეს, რომელსაც 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულს მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანა ედება ბრალად.
"მაისის დღესასწაულების წინ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა მოსკოვის მაცხოვრებელი დაააკავეს, რომელიც მოსკოვის რეგიონში ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანას ახორციელებდა", _ იუწყება სისხლის სამართლის სამძებროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სერგეი გულიაევი.
მისი თქმით, დაკავებულს თან ჰქონდა "5 კილოგრამი პლასტიტი და ტროტილის რამდენიმე შაშხანა".