სალონიკში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. მათ ყაჩაღობასა და ქურდობაში ედებათ ბრალი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს და 7 თვის განმავლობაში საბერძნეთში 31 ყაჩაღობა განახორციელეს. ისინი, ძირითადად, საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
დაკავებულებს თან დიდი რაოდენობით ფული და ძვირფასეულობა აღმოაჩნდათ. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.