ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, "ალ ქაიდას" ემისარი, ჩრდილოკავკასიაში არსებული საერთაშორისო ტერორისტების კოორდინატორი, აბდულა კურდი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
"ბოევიკი 1991 წელს ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე საქართველოს პანკისის ხეობის ტერიტორიიდან შევიდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აბდულა კურდი "ალ-ქაიდას" ე.წ. არაბულ ჯგუფებში ირიცხებოდა, რომელსაც ჰატაბი, აბუ-ალ ვალიდი და აბუ ჰავსა ხელმძღვამნელობდნენ, რომელთა საქმიანობაც რუსეთის "ეფ-ეს-ბემ" აღკვეთა", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის მონაცემებით, კურდი უშუალო მონაწილეობას იღებდა მსხვილი ტერაქტების დაგეგმარებასა და ორგანიზებაში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებში.
"2006 წლიდან აბუ-ჰავსას ნეიტრალიზების შემდედ, კურდი ჩრდილოკავკასიური იატაქვეშეთის მეთაურის, ჩრდილოკავკასიაში "ალ ქაიდას" მთავარი ემისრის, საუდის არაბეთის მოქალაქის ზედმეტსახელად "მოგანედის" მოადგილე იყო. მიმდინარე წლის 11 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "მოგანნედის" ლიკვიდაციის შემდეგ სწორედ აბდულა კურდმა დაიკავა მთავარი კოორდინატორის "თანამდებობა", _ იუწყება კომიტეტი.