"ევროვიზიაზე" ჯგუფ "Eldrine"-ის მონაწილეობისთვის მთავრობა 150 ათას ლარს დახარჯავს. ამისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივი მაუწყებელისათვის თანხა უკვე გამოიყო.
"ევროვიზიის" ნახევარფინალების კენჭისყრა უკვე ჩატარდა და საქართველოს წარმომადგენელი, ჯგუფი "Eldrine", "ევროვიზიაზე" მე-9 ნომრად წარდგება.
ნახევარფინალი ორ ტურად ჩატარდება. ორივე ნახევარფინალურ ტურში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნახევარფინალურ ჯგუფში პირველ ნომრად პოლონეთი წარდგება. "Eldrine" შვეიცარიის წარმომადგენლების შემდეგ იმღერებს.
ევროვიზია 2011 გერმანიაში, 10-14 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.