დღეს დილით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ორი გარდაცვლილი პატიმარი გამოასვენეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს დილით გლდანის ციხიდან პატიმრებმა მას გაუგზავნეს წერილი, სადაც ორი პატიმრის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ.
" დღეს 11:00 საათზე, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ორი გარდაცვლილი პატიმარი გამოასვენეს. ერთი მერსედესის მწვანე კატაფალკით და მეორე საავადმყოფოს კუთვნილი რეანომობილით. ჩვენ მოვითხოვთ პატიმრების იდენტიფიცირებას და ფაქტის გამოძიებას", - განაცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.