უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული იყო და საგრძნობი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 54-ე წუთზე პედრო როდრიგესმა ინიესტას ბრწყინვალე პასი გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ანგარიში 64-ე წუთზე მარსელომ გაათანაბრა. "ელ კლასიკო" საბოლოოდ 1:1 დამთავრდა, პირველი მატჩი კი "ბარსას" 2:0 ჰქონდა მოგებული.
ბარსელონას სავარაუდო მეტოქე "უემბლიზე" გასამართ ფინალურ მატჩში მანჩესტერი იქნება. განმეორებითი შეხვედრა "წითელ ეშმაკებსა" და "შალკეს" შორის დღეს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. გერმანიაში გამართული მატჩი ფერგიუსონის გუნდმა 2:0 მოიგო.