4 მაისს, 14:00 საათზე, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისანი-სამგორის რაიონში გაიხსნება "ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი".
ახლად გახსნილ სოციალურ ცენტრში მოეწყობა საგარეჯოს, ქუთაისის, ხელვაჩაურისა და თბილისის სოციალური ცენტრების ხანდაზმულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
წითელი ჯვრის მოხალისეებისა და ლიდერი ბენეფიციართა ინიციატივით დაგეგმილია ცენტრის ეზოში ხის დარგვა თაობათა ინტეგრაციისა და ხანდაზმულთა გაძლიერების სიმბოლოდ.
ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, შიდა ქართლის გუბერნატორი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები.
8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღეა. Eამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.
2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწყობს "წითელი ჯვრის კვირეულს", რომელიც წარიმართება ლოზუნგით: "აღმოაჩინე მოხალისე შენში!"