საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 368 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ კიდევ 70-ით გაიზარდა. როგორც დაავადებაა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ საქართველო ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება,
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გრიპის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიაკითხონ.