დღეს, 9 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი თბილისის #116-ე საჯარო სკოლას ეწვევა. სამადაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის მედალოსნების პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდება.
საკრებულოს თავმჯდომარე მათ საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრება. შეხვედრის ბოლოს სამადაშვილი ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელებს პირადად დააჯილდოებს.
დიდუბის მუნიციპალიტეტში შემავალი 6 სკოლიდან #116-ე საჯარო სკოლა მედლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. სკოლის 412 კურსდამთავრებულიდან 83 მედალოსანია, 367 - გრანტირებული სტუდენტი, 20 - ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, 2 კი პრეზიდენტის სტიპენდიანტია.