9 დეკემბრიდან განათლებისა და მეცნიერების ახლადანიშნული მინისტრი დიმიტრი საშკინი სკოლებსა და მაღლეს სასწავლებლებს ეწვევა. განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნულმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც იგი პრემიერ-მინისტრმა თანამშრომლებს წარუდგინა.
"9 დეკემბრიდან უკვე დავიწყებ შეხვედრებს სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, მეცნიერებთან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მოსწავლე. უნდა იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ მასწავლებელმა ასწავლოს და მოსწავლემ ისწავლოს", -განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ საშკინი, რომელსაც სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტი ეკავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე მან ნიკა გვარამია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა უცხეოთში სწავლის გაგრძლების მოტივით დატოვა.