ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს შორის შეხვედრის მიმდინარეობისას შეკამათება მოხდა.
რევაზ ძოძუაშვილი ფედერაციის წარმომადგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები გამომდინარეობს ფედერაციიდან და არ კეთდება იმდენი, რაც ქართული ფეხბურთისთვის საჭიროა.
ძოძუაშვილის ბრალდებებს საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც ქართულ ფეხბურთს უჭირდა და სანამ ამ დონემდე მივიდოდა, სწორედ ვეტერანებმა და ქართულ ფეხბურთში ადრე მოღვწე პირებმა არ გააკეთეს იმდენი, რომ მსგავსი ფაქტები, რაც დღეს ხდება, აღარ მოხდეს.
ვეტერან ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.