9 დეკემბერს რუსთაველის თეატრში დასრულდება უორქშოფი, რომელიც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის ტარდება. უორქშოფი ტარდება რუსთაველის და ლონდონის ნაციონალური თეატრებისPპარტნიორობის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და კომპანია "BP"-ისა და HSBC ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უორქშოფის ჩასატარებლად მოწვეულია თეატრის რეჟისორი ჯეიმს მაკდონალდი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს ლონდონის ნაციონალურ თეატრთან. 1992-2006 წლებში ჯეიმს მაკდონალდი ასოცირებული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ღოყალჩოყრტ თეატრში, სადაც განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი წარმოდგენა
უორქშოფში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 15 რეჟისორი.
თეატრების პარტნიორობის პროექტის მიზანი საქართველოში თეატრალური სექტორის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა და პერსპექტიულ რეჟისორებთან თანამშრომლობა, ახალი დრამატურგიის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიის ახალი რეპერტუარით დაინტერესებაა.
ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში. მისი საქმიანობის არეალი მსოფლიოს 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას დიდი ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით.
"BP" არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენერგოსაშუალებების გადაზიდვისა და საწვავის ბიზნესში.
კულტურის სფეროში "BP"-ისა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სოციალური ინვესტიციების პროექტებიდან აღსანიშნავია სასწავლო ცენტრის "BP Aაუდიტორიუმ"-ის დაარსება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დმანისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის კეთილმოწყობა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის რესავრაცია ახალციხეში და სახელწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის აღდგენა. ეს პროექტები "BP"-ისთვის მის მიერ საქართველოში რეალიზებული სოციალური ინვესტირების საქმიანობის ერთი ნაწილია და სხვა ისეთი ძირითადი სოციალურ ინვესტირების განვითარების თემების პარალელურად ხორციელდება, როგორიცაა ეკოლოგია, ბიზნესის ხელშეწყობა და ენერგიის წყაროებზე ხელმისავწდომობა.
HSBC ბანკი საქართველო წარმოადგენს HSBC ჯგუფის (70%) და სხვა უცხოური კაპიტალით (30%) შექმნილ, საქართველოში ლიცენზირებულ სააქციო საზოგადოებას. " HSBC ჯგუფის" მამობილი კომპანიის " HSBC Holding Pic"-ის მთავარი ოფისი მდებარეობს ლონდონში. ჯგუფი კლიენტებს ემსახურება 86 ქვეყნის 8 500-ზე მეტი ოფისიდან მსოფლიოს - ევროპის, აზიის, ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჯგუფის აქტივები შეადგენს 2,422 მილიარდ აშშ დოლარს. HSBC არის ერთ-ერთი უმხვილესი საბანკო და საფინანსო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში.
უორქშოფი 5 დეკემბერს დაიწყო.