უეფამ საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული სამი მატჩი ჩაწყობილად მიიჩნია. ამის შესახებ უეფას მიერ საქართველოს ფედერაციისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.
ზვიად სიჭინავამ "ქორთიად მარიოტში" ჟურნალისტებს უეფასგან მიღებული წერილის შინაარსი გააცნო. საქმე ეხება ფაქტს, როცა სამართალდამცველებმა ტოტალიზატორის სკანდალში მონაწილე რამდენმე ფეხბურთელი დააკავეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასა და უეფაში წერილი გადააგზავნა აღნიშნიულ ფაქტთან და ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე.
სიჭინავას თქმით, ეს მატჩებია 21 ნოემბერს ჩატარებული "ვით ჯორჯია" - სპარტაკის მატჩი. 1 -ელდეკემბერს ჩატარებული იგივე გუნდების მატჩი და "კოლხეთი" - "სამტრედია", რომელიც 12 თებერვალს გაიმართა.
სიჭინავას თქმით, ფეხბურთის ფეედრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება უეფასთვის არ უნდა მოახდინოს, თუმცა ფედერაცია ამ მატჩებს გამოიკვლევს ჯერ და საბოლოო წერილს ჯერჯეორებით ვერ მიაწვდის.
უეფამ აღნიშნულ მატჩებზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანა, რაც აზიურ ტოტალიზატორებში ამ თამაშებზე დიდი ფსონები დაიდო. კერძოდ ეს არის ე.წ. ცოცხალი, სადაც ფიქსირდება ყვითელი ბარათების რაოდენობა, კუთხურების რაოდენობა და ა.შ. და ერთ-ერთი მატჩის საბოლოო ანგარიშის გამოცნობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მატჩები არ უკავშირდება გუშინ გამოქვეყნებული გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის 5 ფეხბურთელი ეჭვმიტანილ იქნა ე.წ. ტოტალიზატორულ გარიგებებში. ეს ფეხბურთელები არიან ზუგდიდის "ბაიიდან', "სამტრედიიდან" და "ვით ჯორჯიადან", რომლებიც საკუთარმა გუნებმა დღეს კლუბიდან გააძევეს.