რესპუბლიკური პარტიის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვანო ლომიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ყვარლის რაიონულ სასამართლოში 9 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.
ვანო ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება. შეგახსენებთ, რომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლომიძე 2009 წლის 29 აპრილს დააკავეს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლომიძე ამბობს, რომ საკუთარ მანქანას ცეცხლი პიარის მიზნით, თავად წაუკიდა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების დასრულების შემდეგ მან კახეთის საოლქო პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართა, რაზედაც უარი მიიღო.