ტოტალიზატორის სკანდალში გახვეული ფეხბურთელები საკუთარი კლუბებიდან გააძევეს. ზუგდიდის "ბაიამ" საკუთარი კლუბის რიგები ფეხბურთელ ლევან ვირთაგავასა და გუნდის კაპიტან როინ ონიანს დაატოვებინა, "სამტრედიამ" კაპიტანს სპარტაკ გოგიასა და ფეხბურთელ კახაბერ კირთაძეს, ხოლო "ვიტ ჯორჯიამ" კლუბიდან გიგა ბეჭვაია დაითხოვა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან აღნიშნული ფეხბურთელების კორუფციული გარიგებები გამოავლინეს.