9 დეკემბერს დასრულდება საჯარო რეესტრის თანამშრომლების ვიზიტი აშშ-ში. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ნიკოლოზ სანაძე და გალაქტიონ ხახუბია აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში, მონაწილეობდნენ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის (MIT) მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში "GPS მონაცემთა დამუშავება და მისი ანალიზი".
ვიზიტის ფარგლებში, CORT-ის ქსელის შექმნასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვაშინგტონში შეხვდნენ გეოფიზიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს.