საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შს სამინსიტროში, უწყების გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტი დაუდასტურეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ვასილ სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც თავის არეში მძიმედ დაიჭრა.
"ვასილ სანოძეს საკუთარ სახლში ყოფნისას ტაბელური იარაღი გაუვარდა. ის თავის არეში, მძიმედაა დაჭრილი. მას ღუდუშაურის კლინიკაში უტარდება მკურნალობა", - განმარტა ხიზანიშვილმა.