გურიაში ინგლისურენოვანი მასწავლებლები ისევ გაძარცვეს.
ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბინიდან, რომელიც პოლონელ პედაგოგებს ნაქირავები ჰქონდათ, "ნოუთ ბუქი", ფული და მათი პირადი ნივთებია წაღებული.
პოლონელი მოხალისეები ოზურგეთში უკვე წელიწადზე მეტია ცხოვრობენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში გურიაში ეს ევროპელი მოხალისეების ძარცვის მეორე შემთხვევა. პირველ შემთხვევაში სამართალდამცველებმა ქურდი დააკავეს.