პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები დღეს ისევ შეიკრიბება. სასჯელაღსრულების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გორაძის განცხადებით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე არასრულწლოვანთა საქმეების საბჭოები იმ მსჯავრდებულთა საქმეებზე იმსჯელებენ, რომელთა განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე აპრილის ბოლოს უკვე მოხდა.
"განცხადებები ორ ეტაპად განიხილება: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენების გარეშე საქმეთა განხილვა, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლოს ხდება. ეს აპრილის ბოლოსაც მოხდა, სადაც ადგილბრივმა საბჭოებმა 400-მდე საქმე განიხილა და ზეპირ მოსმენაზე 40 საქმეზე მეტი ცნო დაშვებულად. ამ საქმეებს დღე უკვე ზეპირი მოსმენით განიხილავენ და მოხდება უშუალოდ მსჯავრდებულთა მოსმენა", - განაცხადა გიორგი გორაძემ.