9 დეკემბერს, 14:00 საათზე, "ეროვნული ფორუმის" ყვარლის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდება; 11 დეკემბერს, 13:00 საათზე - საჩხერის რაიონული ორგანიზაცია; 14 დეკემბერს, 14:00 საათზე - ადიგენის რაიონული ორგანიზაცია. დაფუძნდება.
1-ლი დეკემბრიდან "ეროვნულმა ფორუმმა" რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო. ათი დღის განმავლობაში "ეროვნული ფორუმი" რეგიონებში პარტიის რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს დააფუძნებს. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ფოთში გაიმართა. უკვე დაფუძნდა წალენჯიხის, საგარეჯოს, ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის რაიონული ორგანიზაციები.