პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მედიის მხრიდან საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის გაუშუქებლობით გაკვირვებულია. ამის შესახებ წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ეს ვიზიტი მედიაში არ გაშუქდა, არად ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვმასპინძლობდით აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას. მართალია, კონგრესმენების და სენატორების საქართველოში ვიზიტი დღეს არავის აღარ უკვირს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანას ასეთი მაღალი დელეგაცია სტუმრობს", - აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობასთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც გამართეს.