ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში რამდენიმე პირი ბერულავების ოჯახს თავს დაესხა.
ძმებმა კრიმინალებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელები გადაჭრილი ორლულიანი თოფითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. მათ ცეცხლი გაუხსნეს სახლში მყოფ ბერულავებსა და ბანდის ერთ-ერთ წევრს.
სროლის დროს ტყვია სწორედ ერთ-ერთ თავდამსხმელს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაიჭრა ოჯახის ორი წევრი.
დაზარალებული ძმები მკურნალობას ზუგდიდის საავადმყოფოში გადიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული.