სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს'' და "პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი" ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებს.
ეკა ბესელია კიდევ ერთხელ მოითხოვს საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას. ასევე მიმართავს უფლებადამცველებს და საზოგადოებას, არ დაიღალოს უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აქცია კორტებთან დღეს 14:00 საათზე გაიმართება.