სს "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და დირექტორი ანზორ ქოქოლაძე სააპელაციო სასამართლოსთვის ემზადება, რადგანაც 2011 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სს „ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი დირექტორის ანზორ ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 360-ე მუხლებით დაწყებული სასამართლო გამოძიება.
ა. ქოქოლაძის ადვოკატის ლელა ნადიბაიძის განცხადებით : მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის წარდგენილი ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რითაც უდავოდ დასტურდება ა. ქოქოლაძის უდანაშაულობა, სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და ა. ქოქოლაძეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ა. ქოქოლაძე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის ემზადება.