კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოავლინეს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან. როგორც შს სამინისტრო იუწყება, გამოვლენილი იქნა:
საფეხბურთო კლუბ 'სამტრედიის~ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე.
ზუგდიდის 'ბაიას~ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა.
თბილისის 'ვიტ-ჯორჯიას~ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია.
აღნიშნული ფეხბურთელები სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშების შედეგებს, ამგვარად, გამოვლენილი იქნა შემდეგი თამაშები:
2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიის და ბოლნისის "სიონის" მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩი, "ბაიას" გუნდმა აიღო 12 000 ლარი.
2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ "ვიტ- ჯორჯიასა" და "სიონის" მატჩი, ვიტ-ჯორჯიას გუნდმა აიღო 20 000 ლარი.
ძიება გრძელდება, გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.