ცხრა ადამიანი დაშავდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ავტოკატასტროფის შედეგად. ნისლით განპირობებული ცუდი ხილვადობის გამო ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მერსედესს შეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ.
ამჟამად დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.