კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ირა კოკაია დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, კოკაიამ მოქალაქეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი გამოსძალა.
დანაშაული თავისუფლების 9-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.