დიღმის მასივში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაძარცვეს.
25 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი თავს მიქელაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარე ჯიხურს დაესხვა და 3 ათასი ლარი გაიტაცა. დაშავებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი, რადგან თავდამსხმელმა მას თავში იარაღი ჩაარტყა. მოხდა ერთი გასროლაც.
ადგილზე კრიმინალისტებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.