დღეს, 30 აპრილს ქართული ჯარის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა. ქართული არმიის დაარსების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ეწვევა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ბაზებზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. იგეგმება წარმატებული სამხედრომო სამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი.
სამინისტროს ხელმძღვანელობა და ჯარისკაცები პატივს მიაგებენ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვბას.
20 წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი გადაიტანა. არათანაბარ ვითარებაში მოუწია დაპირისპირებამ რუსეთის არმიასთან.
ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩართულნი იყვნენ და არიან სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში - მათ შორის კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში.
არსებობების 20 წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები