სამასალე მორის უკანონო ტრანსპორტირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ ლიცენზიანტებს შეეხებათ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელი შეეხება მხოლოდ ლიცენზიანტებს და არა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასალის ტრანსპორტირებას ახდენენ.
თუმცა, ცაგარეიშვილი თქმით, კანონის ნორმა არ უნდა იძლეოდეს თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას და აუცილებელია მის ჩასწორება.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და კანონის იტერპრეტაციას მუდმივად ახდენს საქართველოს პროკურატურა, ადვილი წარმოსადგენია, რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს საქართველოს მოქალაქეებს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება - ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, გამეორება კი ჯარიმით ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.