რუსთავის "ოლიმპის" მოთამაშეები ფულადი სანქციით დააჯარიმეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა დასრულდა. კომიტეტის წევრებმა ზუგდიდის "ბაიას" მოთამაშეც დასაჯეს.
სხდომის მონაწილეებმა ორ სხვადასხვა შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტები შეაფასეს. რუსთავის "ოლიმპისა" და ზესტაფონის მატჩის დროს ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ზუგდიდის "ბაიასა" და თბილსის "დინამოს" შეხვედრისას კი მთავარი არბიტრი მოედანზე მაშინ დაეცა, როდესაც მას "ბაიას" ფეხბურთელები ეკამათებოდნენ.
"ოლიმპის" ფეხბურთელებს ლექსო კვახაზეს და კახა რაზმაძეს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიეცათ და მათ ასევე დაეკისრათ ფულადი სანქცია 600-600 ლარის ოდენობით. ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანს როინ ონიანს კია ერთი თამაშით დისკვალიფიკაცია მიეცა და დაეკისრა 200-ლარიანი სანქცია.