საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელებმა ღირსების ორდენები მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისთვის 5 სპეციალისტი დაჯილდოვდა.
ღირსების ორდენები სამბოში მოღვაწე სოლომონ ჩიტაშვილს, ბადრი ჯანიაშვილსა და თენგიზ არაბულს გადაეცათ. მოჭიდავეთა შორის კი ალექსანდრე კახნიაშვილი და ვაჟა კრავეიშვილი დაჯილდოვდნენ.
დამსახურებულ ქართველ მწვრთნელებს ღირსების ორდენები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გადასცა.