საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისში არ შეიძლება მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობდეს.
პრეზიდენტის თქმით, თბილისის ინფრასტრუქტურა მილიონნახევარ ადამიანზე არ არის გათვლილი და დედაქალაქი აუცილებლად უნდა განიტვირთოს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, სწორედ დედაქალაქის განტვირთვას ითვალისწინებს.
"არ შეიძლება თბილისში ცხოვრობდეს მილიონნახევარი ადამიანი. თბილისის ინფრასტრუქტურა არ არის მოდგებული ამდენ ადამიანზე. ამიტომაც ხდება ამ ყველაფრის განვითარება, რომ რეგიონებში ხალხი დამაგრდეს და გაჩნდეს იქ მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და ასევე ადმინისტრაციული ფუნქციების და სამთავრობო ფუნქციების გადანაწილება მოხდეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.