დღეს, 8 დეკემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის პირველი საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლემ და დაცული ტერიტორიის რეინჯერებმა.
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, აქციის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და მოსწავლეების ეკო-საგანმანათლებლო აქტივოვევბში ჩართვის ხელშეწყობა.