ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად მადრიდის "რეალი" 2:0 დაამარცხა და განმეორიბითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში სრულ უპირატესობას გვარდიოლას გუნდი ფლობდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
შეხვედრის 61-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა მოედნიდან "რეალის" მცველი პეპე გააძევა. გაძევების შემდეგ 16 წუთში ანგარიში გაიხსნა. 77 წუთზე შეცვლაზე შემოსული აფელაის პასით მესიმ გაიტანა. მესიმვე 87-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და შეხვედრა 2:0 დამთავრდა "ბარსას" სასარგებლოდ.
შტარკმა წითელი ბარათი "რეალის" მწვრთნელ ჟოზე მაურინიოსა და "ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს პინტოსაც მისცა.
განმეორებითი შეხვედრა 3 მაისს "ნოუ კამპზე" გაიმართება.