სამართალდამცველებმა თბილისის სააფთიაქო ქსელის ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულია, 20 წლის ბორის ნემსაძე და 19 წლის გიორგი მაისურაძე. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო.