ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგმოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რეჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახდო დოკუმეტნეტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკევეს ქ. ქუთაისში მდებარე შპს „საპოვნელა+"-ის დირექტორი ბადრი ლომინაშვილი და ბუღალტერი კახაბერ კახიძე, რომლებმაც ერთობლივად დაამზადეს და შემდეგ გაასაღეს ყალბი საგასადახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული ზედნადებებით 30 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალაზე. გამყალბებლებს გასამრჯელოს სახით 15 000 ლარი უნდა მიეღოთ.
ისინი სამართალდამცველებმა ამ თანხის მიღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულის გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.