ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თინა ქეიდენაუს განცხადებით, ვაშინგტონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მაგრამ ვიზირებთ იმ წუხილს, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც სავსებით ლეგიტიმურია", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუმ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიული ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და რუსეთი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის გზებს გამონახავენ.
"იმედი გვაქვს იქნება მოძებნილი ის გამოსავალი, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას", - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.