ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კახეთი ქვეყნის სანიმუშო რეგიონი უნდა გახდეს,_ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა. ამასთან, სააკაშვილმა მოითხოვა, კახეთში დაუმუშავებელი ნაკვეთები აღარ დარჩეს.
"მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ პროგრამებს კახეთისთვის. გვინდა ერთი სანიმუშო რეგიონი ვაქციოთ საქართველოში ყველა მიმართულებით, პირველ რიგში, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სოციალური პირობები",_აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, კახეთის სანიმუშო რეგიონად გადაქცევა წლეულს დაწყება. 2012-2013 წელს, საბოლოო ჯამში, მთელი კახეთი სანიმუშო გახდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენს გარშემო მდებარე ქვეყნებისთვის.
"საუბედუროდ, საკვებ პროდუქტებზე ფასი იზრდება. მინიმუმ, ჩვენს სოფლის მოსახლეობას ოჯახების რჩენის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეს. ესაა მთავარი გაკვეთილი. მაღალი ფასები საკვებ პროდუქტებზე ნიშნავს, რომ აღარ უნდა იყოს დაუმუშავებელი მიწის ფართობი საქართველოში",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ამჟამად აგრარული მთავრობაა, რადგან ყველა მათგანი სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტი კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახნავ-სათესი მიწები ვერტმფრენიდანაც დაათვალიერა. ამ დროისთვის რეგიონში მხოლოდ 17 ათასი ჰექტარია დახნული, ხოლო 13 ათას ჰექტარზე სამუშაოები კიდევ მიმდინარეობს.