"ჩვენისთანა ქვეყნაში, რომელიც ისტორიულად მიწათმოქმედებისაა, რეალურად მარტო მეოთხედია სახნავ-სათესი და აქედან ჩვენ მხოლოდ 60 %-ს ვამუშავებთ",_აღნიშნა პრეზიდენტმა კახეთში სტუმრობისას.
მისი თქმით, საქართველოში უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რისთვისაც არსებული სახნავ-სათესი გასაზრდელია.
"არსებული სახნავ-სათესი გასაზრდელია, რადგან უნდა გადავიდეთ ინტენსიურ სოფლის მეურნეობასა და ინტენსიურ მეცხოველეობაზე",_განმარტა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ეწვია და საგაზაფხულო სამუშაოებით დაინტრესდა. სააკაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრი ახლდა. პრეზიდენტი მხარის გუბერნატორსა და გამგებლებსაც შეხვდა.